2023-10-28 14:25:10

ძირითადი ტერმინები

ძირითადი ტერმინები

სატრანპორტო - საექსპედიტორო კომპანია - კომპანია, რომელიც  ეწევა დამოუკიდებელ საქმიანობას და  თვითონ უზრუნველყოფს ტვირთის ტრანსპორტირების ორგანიზებას და მასთან დაკავშირებულ ფინანსურ მხარდაჭერას


საექსპედიტორო საქმიანობა - საქმიანობა, რომელიც დახმარებას უწევს იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს მოახდინონ თავიანთი ტვირთების გადაზიდვა, რაც მოიცავს  ტვირთის  დატვირთვის ადგილიდან გადმოტანას, რიგ შემთხვევებში დასაწყობებას, შეფუთვა-განაწილებას, შემდგომ ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე,, საბაჟო, სადაზღვეო და  ფინანსურ საკითხებს 


ტვირთი – ნებისმიერი სახის ბარგი,  საქონელი, რომლის  გადატანაც შესაძლებელია  შესაბამისი სატრნსპორტო საშუალების მეშვეობით


სახიფათო ტვირთი ( ADR)- Ნებისმიერი სახის ნივთიერება, საგანი, მასალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოს ან ქონებისთვის( ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალლების) . სახიფათი ტვირთი შეიძლება იყოს ქიმიური, რადიაქტიული, ბიოლოგიური,პიროტექნიკური, ინფექციური. Მათი ტრანსპორტირება მკაცრად რეგულირდება საერთაშორისო დონეზე


მალფუჭებადი ტვირთი- პროდუქტი ან საქონელი, რომელსაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული დრო, რაც მოითხოვს ტრანსპორტირების ვადის ზუსტ დაცვას. ასეთი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის ხშირ შემთხვევაში დგება სპეციალიზირებული შენახვის პირობების და სატრანსპორტო საშუალების საჭიროება,  რაც გულისხმობს ტემპერატურული რეჟიმის, სინესტისა და სანიტარული ნორმების დაცვას


არასტანდარტული ტვირთი – Ტვირთი, რომელიც  თავისი ზომის, წონის, ფორმის გამო ვერ ერგება გადაზიდვების და შენახვის  სტანდარტულ ნორმებს და მის გადასაზიდად საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა-გათვლა და სპეციალიზირებული აღჭურვილობა


გენერალური ტვირთი - ლოგისტიკაში  ნიშნავს შერეულ და მრავალფეროვან ტვირთს,რომელიც არ არის შეფუთული სპეციალიზებულ კონტეინერებში. ის შეიძლება მოიცავდეს საქონელს, რომელიც შეფუთულია ყუთებში, კასრებში, ჩანთებში და სხვა არასტანდარტულ შეფუთვაში.


ტვირთების კონსოლიდაცია  - ეს არის ლოგისტიკური პროცესი, რომელშიც რამდენიმე მცირე გადაზიდვა გაერთიანებულია ერთ დიდ გადაზიდვაში, რითაც იზოგება ტრანსპორტირების ხარჯები და უმჯობესდება  ტრანსპორტის ეფექტურობა. 


მულტიმოდალური გადაზიდვა –ეს არის ლოგისტიკური ტრანსპორტის ფორმა, რომლის დროსაც ტვირთი გადადის გამგზავნიდან მიმღებამდე რამდენიმე განსხვავებული ტრანსპორტის გამოყენებით. მულტიმოდალური გადაზიდვისას ტვირთი გადის ტრანსპორტირების რამდენიმე ეტაპს, რომელთაგან თითოეული შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა მანქანებით.


გამგზავნი –  ფიზიკური პირი, კომპანია ან ორგანიზაცია, რომელიც აგზავნის ტვირთს ერთი ადგილიდან მეორეზე. ის  არის საწყისი წერტილი ლოგისტიკურ ჯაჭვში და პასუხისმგებელია ტვირთის მომზადებასა და გადაცემაზე გადამზიდავთან


მიმღები -.პირი, კომპანია ან ორგანიზაცია, რომელიც არის ტვირთის საბოლოო ადრესატიю. ის  არის მიწოდების ჯაჭვის ბოლო წერტილი და პასუხისმგებელია ტვირთის მიღებაზე გადამზიდველისგან


მოცდენა ე.წ. დემირიჯი (demurrage)    – არის საფასური,ჯარიმა, რომელიც გადამხდელმა უნდა გადაიხადოს მანქანის, ,კონტეინერის ან სხვა სატრანსპორტო საშუალების დადგენილი დროის  გასვლის შემდგომ დაყოვნებისთვის


პალეტი – უმეტეს წილად  ხის მასალისგან დამზადებული ბრტყელი პლატფორმა, რომელიც გამოიყენება ტვირთის დალაგების, შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის. Მათ გამოიყენებენ ტვირთის მარტივი გადაადგილების, სივრცის ოპტიმიზაციის და უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის


კარნეტი – ეს არის საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება საქონლის დროებითი იმპორტისთვის ან ექსპორტისთვის სხვადასხვა ქვეყანაში საბაჟო გადასახადები სა და მოსაკრებლების გადახდის გარეშე.


წარმოშობის სერთიფიკატი (Certificate of origin) –დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქონლის, ტვირთის  წარმოშობის ქვეყანას და არის  ძალზედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვაჭრობაში, რადგან ის ეხმარება განსაზღვროს საბაჟო გადასახადები, მოსაკრებები  და კვოტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იმპორტირებულ საქონელზე.


 ფორს მაჟორი – სიტუაცია ან გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს ან უკიდურესად რთულს ხდის  ნაკისრი ლოგისტიკური მომსახურების შესრუებას


კონტეინერი –ფოლადის ან ალუმინის  მასალისგან დამზადებული ტარა,  რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის და ზომის საქონლის მოსახერხებელი და უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის.


 ლოჯისტიკა -ლოჯისტიკა არის ტვირთის გადაადგილების, მართვისა და კოორდინაციის პროცესი მისი წარმოების წყაროდან საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდებამდე მინიმალური დანახარჯებით და მომხმარებლის მაქსიმალური კმაყოფილებით.


Სატერმინალო (მოსაკრებელი) – ეს არისეს სავალდებულო გადასახადი.(მოსაკრებელი). საფასური, რომელსაც იხდიან  გემების ან ტვირთის მფლობელები  პორტებში საპორტო ინფრასტრუქტურის სერვისებითა და ინფრასტრუქტურით სარგებლობისთვის.


 LCL (Less Container Load)-საზღვაო ნაკრები ტვირთი   – ეს ტერმინი გამოიყენება საზღვაო ლოჯისტიკაში და ნიშნავს ტვირთის გადაზიდვას, რომელიც არ ავსებს მთელ კონტეინერს და იკავებს მისი მოცულობის მხოლოდ ნაწილს.


FCL(Full Container Load)  მთლიანი კონტეინერით გადაზიდვა- ეს ტერმინი გამოიყენება საზღვაო ლოჯისტიკაში და ნიშნავს კონტეინერის სრულ დატვირთვას ერთი გამგზავნის მიერ ან ერთი გამგზავნის ტვირთით .


.


ავია ზედდებული ( Air waybill)  – ეს არის დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო ტვირთების გადაზიდვაში. ეს დოკუმენტი გაცემულია ავიაკომპანიის ან მისი აგენტის მიერ და წარმოადგენს  როგორც ტვირთის ბილეთს, ასევე ტვირთის მიწოდების საბოლოო დადასტურებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ AWB არ არის დოკუმენტი თავად ტვირთისთვის (როგორც ზედნადები), მაგრამ ის არის საკონტროლო და საინფორმაციო დოკუმენტი.


მისი ძირითადუ ფუნქციებია :


 ტვირთის იდენტიფიკაცია: AWB შეიცავს ინფორმაციას ტვირთის, გამგზავნის,  მიმღების და ავიაკომპანიის შესახებ. ეს ხელს უწყობს გადაზიდვის იდენტიფიცირებას და აკავშირებს მას კონკრეტულ გამგზავნთან და მიმღებთან.


ტვირთის თვალყურის დევნება: AWB უზრუნველყოფს ტვირთის ადგილმდებარეობისა და სტატუსის მიკვლევას მისი ტრანსპორტირების დროს,


მიწოდების დამადასტურებელი საბუთი: მას შემდეგ, რაც ტვირთი მიდის დანიშნულების ადგილზე, AWB გამოიყენება როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ტვირთი გადაეცა ავიაკომპანიას და რომ იგი ჩაბარდა  მიმღებს. 


ეს დოკუმენტი წარმოადგენს საკვანძო ელემენტს საჰაერო ტრანსპორტის პროცესში. იგი უზრუნველყოფს საერთაშორისო ლოგისტიკის სანდოობასა და გამჭვირვალობას.




1) გარე ავია ზედდებული (Master Air Waybill, MAWB) – ფუნქცია: MAWB არის პირველადი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია ავიაკომპანიის ან მისი აგენტის მიერ. იგი გამოიყენება ერთი ქვეყნიდან მეორეში ან კონტინენტებს შორის ტვირთის  ტრანსპორტირებისგაფორმებისთვის. MAWB განსაზღვრავს საჰაერო გადამზიდველს და გადაზიდვის ზოგად პირობებს, ასევე შეიცავს ზოგად ინფორმაციას ტვირთის შესახებ.


2) შიდა ავია ზედდებული¹(House Air Waybill, HAWB) – ფუნქცია: HAWB არის დამატებითი დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება, როდესაც აუცილებელია ტვირთის დაყოფა ან განაწიება, რომელიც  ერთი MAWB-ით გადაიზიდება. . იგი მიუთითებს გადაზიდვის კონკრეტულ დეტალებზე, გამგზავნის, მიმღების და ტრანსპორტირების პირობებზე. HAWB საშუალებას აძლევს ავიაკომპანიას გაანაწილოს ტვირთი სხვადასხვა მიმართულებებსა თუ მიმღებებს შორის.


შიდა ავია ზედდებულის გამოწერის უფლება აქვთ მხოლოდ იმ სატრანსპორტო - საექსპედიტორო კომპანიებს, რომლებიც არიან სატრანსორტო - საექსპედიტორო კომპანიების საერთაშორისო ასოციაციის (ე.წ. FIATA) წევრები. 


საზღვაო კონოსამენტი ( bill of lading  BL)– Დოკუმენტი, რომელიც ძირითადად გამოიყენება საზღვა გადაზიდვებში და წარმოადგენს მთავარ კონტრაქტს გამგზავნსა და გადამზიდველს (მაგალითად, გადამზიდავ კომპანია) შორის და შეიცავს ინფორმაციას ტვირთის, მიწოდების პირობებსა და მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე.




1) გარე საზღვაო კონოსამენტი (MBL MASTER Bill of Lading)) – Დოკუმენტი, რომელიც  წარმოადგენს საკვანძო დოკუმენტს საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობაში და წარმოადგენს მთავარ ხელშეკრულებას გადამზიდველსა და გამგზავნს შორის.მას  გასცემს გადამზიდავი (ჩვეულებრივ, საზღვაო კომპანია) გამგზავნს, როგორც  ტვირთის მიღებისა და საზღვაო გემით ტრანსპორტირების  დასტურს.


2) შიდა საზღვაო კონოსამენტი² ( HBL) – BL მოქმედებს, როგორც ძირითადი საზღვაო ზედნადების (Master Bill of Lading, MBL) დამატებითი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია საზღვაო გადაზიდვის განმახორციელებელი  კომპანიის მიერ და გამოიყენება საერთაშორისო ლოგისტიკაში ტვირთის გადაზიდვის რეგისტრაციისა და თვალთვალის ( მონიტორინგის) მიზნით. HBL შეიცავს ინფორმაციას ტვირთის შესახებ, მისი აღწერილობის, რაოდენობის, წონის, მოცულობის და სხვა მახასიათებლების ჩათვლით. ტვირთის გამგზავნის  და მიმღების საკონტაქტო მონაცემებს, ტრანსპორტირების პირობებს და წესებს, როგორიცაა მარშრუტი, გამგზავრების პორტი და დანიშნულების ადგილი, მიწოდების დრო და სხვა დეტალები.


² შიდა საზღვაო კონუსამენტის გამოწერის უფლება აქვთ მხოლოდ იმ სატრანსპორტო - საექსპედიტორო კომპანიებს, რომლებიც არიან სატრანსპორტო - საექსპედიტორო კომპანიების საერთაშორისო ასოციაციის (ე.წ. (ე.წ. FIATA) წევრები.