კონფიდენციალურობის პოლიტიკა
როგორ ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება შპს „დელოგი “ მიერ

 

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას
წინამდებარე პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით შპს „დელოგი “ (ს/კ 405306271, რეგისტრირებული მისამართი: ჩუღურეთის რაიონი, ი.ჯავახიშვილის  ქ., N 62; საკონტაქტო ინფორმაცია: : [email protected] (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც კომპანია მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის. პოლიტიკის მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით .

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის დაპირება
ჩვენ გპირდებით, რომ :
როგორ გიცავთ კანონი
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.

კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი .

კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასევე, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან .

 თქვენთვის აღნიშნული ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება კომპანიას წარმოეშობა თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ამისათვის გაგვაჩნია თქვენი თანხმობა, კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი .

 კომპანიას აქვს თქვენი ინფორმაციის დამუშავების კანონიერი საფუძველი. თქვენი პერსონალური ინფორმაცია მუშავდება კონკრეტული მიზნით რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, კომპანიის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ .

პლატფორმაზე არსებული აქტივობები
თქვენ მიერ ჩვენი ვებგვერდის/პლატფორმის/აპლიკაციის მეშვეობით რომელიმე აქტივობაში ჩართვისას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ გარკვეული პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენა. ასეთ აქტივობებს მიეკუთვნება :
შეგროვებული ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება
ჩვენ ვაგროვებთ ჩვენი მომხმარებლების შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას :

საიდენტიფიკაციო (პერსონალური) ინფორმაცია
საიდენტიფიკაციო (პერსონალური) ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. პლატფორმაზე არსებულ აქტივობებში ჩართვა თქვენთვის სავალდებულო არ არის. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ აღნიშნულ აქტივობებში ჩართვას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ შემდეგი სახის პირადი (პერსონალური) ინფორმაციის წარმოდგენა :

თქვენი სახელი და გვარი ;
ელექტრონული ფოსტის მისამართი ;
ტელეფონის ნომერი ;
პირადი ნომერი ;
მისამართი ;
სქესი ;
დაბადების თარიღი ;
სხვა დამატებითი ნებაყოფლობით შესავსები ინფორმაცია თქვენ შესახებ .

როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს, ან მომსახურებას, ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ, წარმოადგინოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის უსაფრთხოების სერვერზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციაზე (გარდა ბარათის ტიპისა და ვალიდურობის მაიდენტიფიცირებელი პირველი ექვსი და ბოლო ოთხი ციფრისა). იმის მიხედვით, თუ რა სახის აქტივობაში ჩაერთვებით, ზოგიერთი ინფორმაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო, ზოგიერთის კი – ნებაყოფლობითი. თუ თქვენ არ წარადგენთ კონკრეტული აქტივობისთვის სავალდებულო ინფორმაციას, თქვენ ვერ ჩაერთვებით ამ აქტივობაში .

გადაწყვეტილების ავტომატიზირებული მიღება და პროფილირება
ავტომატური გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის პროფილირებისთვის, ჩვენ ზოგჯერ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც გვაქვს, ან გვაქვს უფლება შევაგროვოთ სხვა სუბიექტებისგან კანონმდებლობის, თქვენთან არსებული ხელშეკრულების, ან თქვენს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული პროცესი გვეხმარება დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები არის სწრაფი, სამართლიანი და ეფექტური. ავტომატიზირებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენს მიერ ახლა ან მომავალში შემოთავაზებულ/შემოსათავაზებელ პროდუქტებზე და სერვისზე. თუ არ არსებობს ზემოაღნიშნული საფუძველი (საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, თანხმობა), თქვენ უფლება უფლებამოსილი ხართ არ დაექვემდებაროთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაფუძნებულია მხოლოდ ავტომატიზირებულ დამუშავებაზე, მათ შორის პროფილირებაზე, რომელიც თქვენზე ახდენს მნიშველოვანი სახის იურიდიული, ფინანსური ან სხვა სახის გავლენას .

ჩვენ ვიღებთ შემდეგი სახის ავტომატურ გადაწყვეტილებებს :
ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზოგიერთ პროდუქტზე და სერვისის ფასზე გადაწყვეტილება ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე .



კომპანიის სერვისების შეთავაზებისა და მიწოდების მიზნით .

პერსონალური ინფორმაციის ჯგუფები

ჩვენ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვაჯგუფებთ შემდეგნაირად :

პერსონალური ინფორმაციის ტიპები


დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ


მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა კომპანიამ მოიპოვოს თქვენი მობილური ტელეფონის დახმარებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან ან იმ ობიექტის ადგილმდებარეობიდან, სადაც ახორციელებთ ოპერაციებს .

დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს პროდუქტებს და მომსახურებას .

ინფორმაცია თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და ტექნოლოგიის შესახებ .

ინფორმაცია, რომელსაც კომპანია მოიპოვებს ელექტრონული წერილებისა ან/და  სხვა ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით თქვენ შესახებ თქვენ მიერ შპს „თინეთის“ პლატფორმის მომსახურებასთან დაკავშირებით  თქვენსა და ჩვენ შორის, ასევე თქვენსა და ჩვენს პარტნიორ(ებ)ს* შორის განხორციელებულ კომუნიკაციისას .

ინფორმაცია პლატფორმაზე თქვენი  გადახდებისა და ბალანსის თაობაზე .

სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტებსა და მათ ასლებში ასახული ინფორმაცია თქვენს შესახებ. ასეთ დოკუმენტებს მიეკუთვნება თქვენი პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი საბუთი .

 

რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და ჩვენი მიზანი:

 

ჩვენი მიზანი:
   

თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში :
 

ჩვენი სამართლებრივი საფუძველი:
ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
შპს „თინეთი“ უფლებამოსილია მომხმარებლისათვის მოკლე ტექსტური შეტყობინებებით შეთავაზებების გაგზავნის მიზნებისთვის საჭირო ინფორმაცია (მ.შ. მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია) მიაწოდოს შპს „თინეთთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ სატელეკომუნიკაციო (მობილურ) ოპერატორ(ებ)ს, რომლებიც თავის მხრივ კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა და არ დაამუშავონ სხვა მიზნებისთვის .

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენ მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგაწოდონ/შემოგთავაზონ იმ პირობით, რომ :


თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს, ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის/პროფილის გამოყენება, ან შესაბამისი მომსახურების მიღება . 

მესამე პირები (აპლიკაციები/სერვისები): თქვენი ინფორმაცია მოწყობილობის ნომრის, მოდელის, ბრენდის, სახელის, საოპერაციო სისტემის ვერსიისა და აპლიკაციის ვერსიის შესახებ გადაეცემა ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა: Google Analytics, Facebook Pixel, ჩვენ ვიყენებთ VWO Analyze tool, რომლის საშუალებითაც ვამუშავებთ ინფორმაციას ვებგვერდზე/აპლიკაციაში თქვენი ქცევის შესახებ, ჩვენი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

ჩვენ შეიძლება გადავცეთ თქვენი ინფორმაცია ბიზნესის გადაცემის დროს
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია მოხდეს კომპანიის რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შედეგად. ამ შემთხვევაში, ჩვენი სამართალმემკვიდრე მოიპოვებს ჩვენს ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციაზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა .

ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა, ან სამოქალაქო სამართლებრივი, სისხლისსამართლებრივი თუ ადმინისტრაციული სახის საქმის წარმოების დროს, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მოთხოვნის/თანხმობის სააფუძველზე, ან ჩვენი ინიციატივით, როცა აღნიშნული უფლება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობით.

ჩვენ, ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის:

ინფორმაციის უსაფრთხოება
ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად .

თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი .

სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის, ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს სრულად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ანალოგიურად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა, ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებგვერდისათვის, ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია .

თაღლითობის გამოვლენა
თქვენი პერსონალური მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ, შესაძლოა თუ არა თქვენი ანგარიში/პროფილი გამოყენებულ იქნას თაღლითობის თუ ფულის გათეთრების მიზნებისათვის. ჩვენ მიერ თაღლითობის რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის დროებით შევაჩეროთ ტრანზაქციები/შეკვეთები, ან უარი განვაცხდოთ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე .

 

 

მესამე მხარე ვებგვერდების კონფიდენციალობის პოლიტიკა
წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა ეხება :
ინფორმაციის დაცვის სხვადასხვა საკითხი
18 წლამდე არასრულწლოვან პირებს ეკრძალებათ შპს „თინეთის“ პლატფორმით/ვებგვერდებით  სარგებლობა. ჩვენ განზრახ არ ვინახავთ, ან ვაგროვებთ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ ჩვენ გავიგებთ, რომ მომხმარებელი არის 18 წლამდე ასაკის პირი, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ ამ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.  სარგებლობთ რა შპს „დელოგი “ პლატფორმით/ვებგვერდებით (www.delog.ge) თქვენ აქვე ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის .

საჯარო ადგილები
ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ვებგვერდზე გამოვყოთ ადგილები, სადაც თქვენ შეძლებთ თქვენ შესახებ ინფორმაციის საჯაროდ განთავსებას, ასევე სხვებთან კომუნიკაციას ფორუმების ან ბლოგების მეშვეობით, პროდუქტების დათვალიერებას და კონტენტის გაგზავნას. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება სხვა მომხმარებლებისა და ორგანიზაციებისათვის და შეიძლება, ასევე, გამოჩნდეს სხვა ვებგვერდებსა და ინტერნეტის საძიებო სისტემებში. შესაბამისად, ეს ინფორმაცია შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს, შეგროვდეს და გამოყენებულ იქნეს სხვების მიერ. მაგალითად, თუ თქვენ მიუთითებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტას რომელიმე პროდუქტთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარის გაკეთებისას, თქვენ შეიძლება მიიღოთ არასასურველი ელექტრონული ფოსტა. ჩვენ ვერ ვახორციელებთ კონტროლს იმაზე, თუ ვინ კითხულობს თქვენს მიერ ვებგვერდზე საჯაროდ და ნებაყოფლობით განთავსებულ ინფორმაციას, ან ვინ რა მიზნით გამოიყენებს მას. ამიტომ, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე თქვენი ნებისმიერი, პირადი ინფორმაციის ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებისას. როგორც წესი, ჩვენ მოვიპოვებთ ნებართვას ჩვენი მომხმარებლისაგან, სანამ მის სახელს მივუთითებთ მისი კომენტარის გასწვრივ .

„Facebook ავტორიზაცია“
კომპანიის ვებგვერდი შესაძლებელს ხდის მომხმარებლებისათვის „Facebook“-ზე შესვლას, რათა მათ იურთიერთონ მეგობრებთან და გაუზიარონ მათ ინფორმაცია „Facebook“-ის კედლისა და მეგობართა სიახლეების დაფის მეშვეობით. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ კომპანიის ვებგვერდზე და „Facebook“-ზე და დააჭერთ „Facebook ავტორიზაციას“-ს, თქვენი ორივე პროფილი შეერთდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ “Facebook”-სა და შპს „თინეთზე“ რეგისტრაციისას მითითებული თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები არ დაემთხვევა ერთმანეთს. თუ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები ერთმანეთს არ ემთხვევა, ჩვენ გკითხავთ, გსურთ თუ არა მათი შეერთება. მაშინ თქვენ შეიყვანთ თქვენს პაროლს, რათა დაადასტუროთ, რომ „Facebook“ აკონტროლებს ამ ანგარიშს/პროფილს. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ კომპანიის ვებგვერდზე, მაგრამ არა „Facebook“-ზე და დააჭერთ „Facebook ავტორიზაციას“-ს, თქვენ შემოგთავაზებენ „Facebook“ მანდატის შექმნას ან „Facebook“–ზე დარეგისტრირებას. თუ თქვენ განაგრძობთ, ხელმისაწვდომს გახდით თქვენს ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდისათვის და ამავე დროს კომპანიის ვებგვერდების გამოყენებისას დაეთანხმებით „Facebook“–ით სარგებლობის პირობებს .

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საიტზე სამუშაოს დასრულების შემდეგ არ მოხდება სისტემიდან ავტომატურად გამოსვლა და სესიის დასრულებამდე მისი მონაცემები იქნება ხელმისაწვდომი მესამე პირისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერი პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება მომხმარებელს .

„Google ავტორიზაცია“
კომპანიის ვებგვერდი შესაძლებელს ხდის მომხმარებლებისათვის „Google“-ის ელექტრონულ ფოსტაზე შესვლას, რათა მათ იურთიერთონ მეგობრებთან და გაუზიარონ მათ ინფორმაცია „Google“-ის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ კომპანიის ვებგვერდზე და გაქვთ „Google“-ის ელექტრონული ფოსტა და დააჭერთ „Google“-ს, თქვენი ორივე პროფილი შეერთდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ “Google”-სა და შპს „თინეთზე“ რეგისტრაციისას მითითებული თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები არ დაემთხვევა ერთმანეთს. თუ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები ერთმანეთს არ ემთხვევა, ჩვენ გკითხავთ, გსურთ თუ არა მათი შეერთება. მაშინ თქვენ შეიყვანთ თქვენს პაროლს, რათა დაადასტუროთ, რომ „Google“ აკონტროლებს ამ ანგარიშს/პროფილს. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ კომპანიის ვებგვერდზე, მაგრამ არა „Google“-ზე და დააჭერთ „Google ავტორიზაციას“, თქვენ შემოგთავაზებენ „Google“ მანდატის შექმნას ან „Google“–ის ელექტრონული ფოსტის დარეგისტრირებას. თუ თქვენ გააგრძელებთ, ხელმისაწვდომს გახდით თქვენს ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდისათვის და ამავე დროს კომპანიის ვებგვერდების გამოყენებისას დაეთანხმებით „Google“–ით სარგებლობის პირობებს .

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საიტზე სამუშაოს დასრულების შემდეგ არ მოხდება სისტემიდან ავტომატურად გამოსვლა და სესიის დასრულებამდე მისი მონაცემები იქნება ხელმისაწვდომი მესამე პირისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერი პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება მომხმარებელს .

თქვენი უფლებები
თქვენ უფლება გაქვთ:


კონფიდენციალობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხის გამოყენებით :

ელ-ფოსტის მისამართი: [email protected]   

თუ თქვენ ხართ შპს „თინეთის“ სხვადასხვა პლატფორმის/ვებგვერდის/აპლიკაციის (www.delog.ge) მომხმარებელი და გსურთ წერილობითი შეტყობინებით უარი განაცხადოთ, ან შეზღუდოთ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეტყობინებაში მიუთითეთ დეტალური ინფორმაცია თუ შპს „თინეთის“ რომელ პლატფორმაზე/ვებგვერდზე/აპლიკაციაში რომელ პერსონალური მონაცემის დამუშავებაზე აცხადებთ უარს ან/და რა სახით გსურთ ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვა .
თუ თქვენ ხართ შპს „დელოგი “  სხვადასხვა პლატფორმის/ვებგვერდის/აპლიკაციის მომხმარებელი თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მომხმარებლის ანგარიშის/პროფილის გაუქმება კომპანიის წესებისა და პირობებით (ანგარიშის/პროფილის დახურვის პროცედურა) განსაზღვრული წესის დაცვით .

რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?
თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში .

აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 10 წლის ვადით შემდეგი მიზეზების გამო :


თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი, ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რომ შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა, თუ ჩვენ არ გვაქვს მათი შენახვის საკანონმდებლო საფუძველი. დაგვიკავშირდით, თუ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებას, თუ გაქვთ შეკითხვები ან თუ გნებავთ თქვენი მონაცემების გაუქმება ან გამოყენების შეზღუდვა .


ცვლილებები კონფიდენციალობის პოლიტიკაში
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა.  კონფიდენციალობის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ინფორმაციის დაცვის გვერდზე და სხვა ისეთ ადგილებში, რომლებიც, ჩვენი აზრით, უზრუნველყოფს თქვენს საქმის კურსში ყოფნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ინფორმაციას შევაგროვებთ, როგორ გამოვიყენებთ და რა დროს გავამჟღავნებთ მას (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში). ამასთან, დაცვის პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის, ან ჩვენს მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით. თქვენი ვალდებულებაა, პერიოდულად შეამოწმოთ კონფიდენციალობის პოლიტიკა .

მარკეტინგი
ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებთ, ან ჩვენ ვაგროვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით .

ჩვენ შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ, ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი .

ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს ამის ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენ გპირდებით, რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული .

თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის .

კონფიდენციალობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით :

ელ-ფოსტის მისამართი: [email protected]   

წესებისა და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკას, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა .

ასევე, წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენ მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენ შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.