ბიზნეს მოდელის ტილო (BMC)
პასუხისმგებლობა და საქმის სიყვარული უზრუნველყოფს ჩვენს მომხმარებელთა ნდობას და კმაყოფილებას ჩვენი გაწეული სამსახურისადმი.
საკვანძო პარტნიორები
- სატრანსპორტო კომპანიები და გადამზიდავები
- საბაჟო ბროკერები
- ლოგისტიკის სერვისის პროვაიდერები
- ტექნოლოგიების პროვაიდერები
- სამთავრობო სუბიექტები
ძირითადი აქტივობები
- სატვირთო გადაზიდვები
- განბაჟება
- მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი
- მომხმარებელთა მხარდაჭერა
- მარკეტინგი და გაყიდვები
ძირითადი რესურსი
- სატრანსპორტო საშუალებები
- სასაწყობო და შესანახი საშუალებები
- IT ინფრასტრუქტურა
- გამოცდილი მუშახელი
- ფინანსური კაპიტალი
ღირებული წინადადება
- სიჩქარე და საიმედოობა
- ფართო გეოგრაფიული დაფარვა
- მოქნილობა და პერსონალიზაცია
- კარიდან კარამდე მომსახურება
- ტექნოლოგიების ინტეგრაცია და გამჭვირვალობა
მომხმარებლებთან ურთიერთობა
- პერსონალიზებული მომსახურება
- ონლაინ მხარდაჭერა
- ლოიალობის პროგრამები
- აქტიური კომუნიკაცია
არხები
- ონლაინ პლატფორმები და მობილური აპლიკაციები
- გაყიდვების აგენტები და ბროკერები
- პირდაპირი გაყიდვები
- მარკეტინგული არხები
მომხმარებელთა სეგმენტი
- მცირე და საშუალო ბიზნესი
- მწარმოებლები და საცალო მოვაჭრეები
- ელექტრონული კომერციის ბიზნესი
ხარჯების სტრუქტურა
- ტრანსპორტირების ხარჯები
- საბაჟო გადასახდები და ხარჯები
- სასაწყობე ხარჯები
- ტექნოლოგიების ინვესტიციები
- მარკეტინგი და რეკლამა
- შრომითი ხარჯები
შემოსავლების ნაკადები
- ტვირთის გადასახადი
- დამატებითი მომსახურებები
შემოსავლების ნაკადები
- ტვირთის გადასახადი
- დამატებითი მომსახურებები
ისტორია
Delog-ი 2022 წელს დაარსდა და საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში პოზიცია მალევე დაიმკვიდრა. კომპანია ჩინეთიდან, ევროკავშირიდან და თურქეთიდან იმპორტზეა ფოკუსირებული. Delog-ი უზრუნველყოფს საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო , როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო, გადაზიდვებს, რაც სრული ლოგისტიკური მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენი მიზანია დროული, უსაფრთხო და ეფექტური ტრანსპორტირება უზრუნველვყოთ, რომელიც მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებს მაქსიმალურად შეესაბამება. მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ვცდილობთ გავამყაროთ ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე.

კორპორატიული სტრატეგია
ჩვენ გვჯერა, რომ მონაცემთა დამუშავების გზით, მუდმივად განვითარებადი, მიწოდების ჯაჭვზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და მათი ოპტიმიზაცია, არის ჩვენი კლიენტების ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი. ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ მჭიდრო და გრძელვადიან თანამშრომლობას და პარტნიორობას, ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებას და ზრდას, რისკების იდენტიფიცირებას და მათ ნეიტრალიზაციას. ჩვენი მისიაა მომხმარებელთა საჭიროებების, მარშრუტების, მიწოდების ალტერნატიული და ინოვაციური მეთოდებისა და სერვისების მოძიება და შესწავლა; კლიენტების საჭიროებებზე მორგებული საუკეთესო ლოგისტიკური გადაწყვეტილებების გენერირება და დანერგვა, განვითარებაზე ორიენტირებული. ასევე ნებისმიერი ტიპის ან ზომის ბიზნესის ან სექტორის მხარდაჭერა, როგორც საცალო, ასევე სამომხმარებლო ვაჭრობის სეგმენტებში.

მისია
Delog-ში ჩვენი მისიაა, მომხმარებლებს მივაწოდოთ ოპტიმალური ლოგისტიკური გადაწყვეტილებები, რაშიც მრავალმხრივად განვითარებული, მოტივირებულ ადამიანთა გუნდი გვეხმარება. დელოგის მიზანია იყოს მოწინავე თავის დარგში. გვსურს უზრუნველვყოთ საუკეთესო გადაზიდვის სერვისი და ამის მისაღწევად ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს და ვითვალისწინებთ მათ უკუკავშირს. იმისათვის, რომ ჩვენი ბიზნეს- მოდელი იყოს ძლიერი, ვცდილობთ შევხედოთ საკითხებს ჩვენი მომხმარებლების გადმოსახედიდან. კომპანია მუდმივად ატარებს კვლევებს, რაც გვეხმარება ჩვენი ამჟამინდელი მომხმარებლის აზრის შესწავლაში და ასევე იმ ადამიანების სურვილების გაგებაში, რომლებსაც ჯერ არ უსარგებლიათ ჩვენი მომსახურებით. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ ინოვაციური, მონაცემებზე ორიენტირებული სერვისები, რომლებიც მორგებულია თითოეული ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებზე. ბაზრის ცვალებად დინამიკასთან მუდმივი ადაპტაციით, დელოგი უზრუნველვყოფს, რომ კლიენტები მიიღებენ ხარჯთეფექტურ მიწოდების მეთოდებს, სადაც რისკები გაანალიზებული იქნება. სიახლეების მუდმივი დანერგვით, ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს რთულ გლობალურ ბაზარზე წარმატებით ოპერირებაში.

ხედვა
Delog-ში ჩვენი ხედვაა ვიყოთ სანდო ლიდერი სატრანსპორტო გადაზიდვაში ინოვაციური, საიმედო და მორგებული ლოგისტიკური გადაწყვეტილებების მიწოდებით. ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას მომხმარებელთან მიმართებაში. ჩვენ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაციით და მათ საჭიროებებთან მუდმივი ადაპტაციით, ვუზრუნველვყობთ უწყვეტ განვითარებას, პროცესების სიმარტივესა და მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას. ჩვენი მიზანია საუკეთესო მომსახურება მივაწოდოთ ჩვენს კლიენტებს, გავიმყაროთ ჩვენი სახელი ბაზარზე და ვიყოთ მათი საიმედო პარტნიორი ლოგისტიკის სფეროში.

მიზანი
Delog-ი, რეგიონში სწრაფად მზარდი და განვითარებადი ლიდერია. ჩვენი მიზანია მომსახურების მაღალი დონის შეთავაზება, მუდმივად კონკურენტული ფასების და სრულყოფილი სერვისების შეთავაზება ჩვენი მომხმარებლებისთვის. გვჯერა რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ჩვენ შევძლებთ დავნერგოთ ავტომატიზაციის, ოპტიმიზაციის, მონიტორინგისა და ხარისხის უახლესი მეთოდები, რათა ვუზრუნველყოთ გადაზიდვების საუკეთესო ხარისხი რეგიონში.

გაიცანი ჩვენი გუნდი
თითოეული ჩვენი წევრი გუნდის უნიკალური და მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც თქვენი ბიზნესის წარმატების ხელშეწყობას ყოველდღიურად ცდილობს.
სიამოვნებით მოგისმენთ
მიმართეთ ჩვენს მეგობრულ გუნდს.