2023-10-28 14:25:10

ინკოტერმსები

ინკოტერმსები
 ინკოტერმსები - Incoterms ( International Commercial Terms)— საერთაშორისო კომერციული ტერმინები 
ინკოთერმები სამი ასოთი აღინიშნება, რომლებიც საერთაშორისო წესების ინგლისური სახელების აბრევიატურაა. თითოეული ტერმინი შედგება სამი ასოსგან და ცალსახად განსაზღვრავს კონკრეტულ წესს.
ინკოტერმსები იყოფა ოთხ ძირითად კატეგორიად, რომლებიც განსაზღვრავენ გამყიდველისა და მყიდველის პასუხისმგებლობის დონეს საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების პროცესში.

კატეგორია"E" (Departure) - გადატვირთვა:
ამ ჯგუფში(კატეგორიაში) მხოლოდ ერთი ინკოტერმია: EXW (Ex Works - წარმოების ადგილზე). გამყიდველი აწვდის საქონელს თავის შენობაში, ხოლო მყიდველი იღებს ყველა პასუხისმგებლობას ტრანსპორტირებასა და ხარჯებზე საქონლის ჩაბარების მომენტიდან.

კატეგორია "F(Main Carriage Unpaid) " - ძირითადი გადასახადი გადაუხდელია:
ამ კატეგორიაში შედის ინკოტერმსები, , რომლებშიც გამყიდველი იღებს ვალდებულებას, მიაწოდოს საქონელი მანქანამდე,პორტამდე,  მაგრამ პასუხისმგებლობა რისკზე და ხარჯებზე გადადის მყიდველზე საქონლის მანქანაში, კონტეინერში  ჩატვირთვის მომენტიდან. ამ ჯგუფის ინკოტერმსში  შედის: 
FCA (Free Carrier),  
FAS  (Free Alongside Ship) და
FOB  (Free On Board)

ჯგუფი "C" (Main Carriage Paid) - ძირითადი გადაზიდვ გადახდიია:
ამ ჯგუფში გამყიდველი იღებს პასუხისმგებლობას საქონლის კონკრეტულ დანიშნულებამდე მიტანაზე. ამასთან, დაკარგვის და დამატებითი ხარჯების რისკი მყიდველზე გადადის საქონლის სატრანსპორტო საშუალებაზე  გადაცემის მომენტიდან. ამ ჯგუფში შედის:
CFR (Cost and Freight), 
CIF (Cost, Insurance, and Freight), 
CPT (Carriage Paid To) და CIP (Carriage and Insurance Paid To),
 
ჯგუფი "D" (Arrival)  - მიწოდება:
ამ ჯგუფში გამყიდველი იღებს პასუხისმგებლობას საქონლის მითითებულ დანიშნულებამდე მიტანაზე, მათ შორის საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლების  გადახდაზე. დაკარგვის რისკი და დამატებითი ხარჯები რჩება გამყიდველის მხარეს საქონლის მიწოდებამდე. ინკოტერმსები ამ ჯგუფში მოიცავს:
DAP (Delivered at Place),
DPU (Delivered at Place Unloaded) 
DDP (Delivered Duty Paid) .

Incoterms 2020 მოიცავს 11 ტერმინს:
EXW (Ex Works) - გადაზიდვა ქარხნიდან, საწარმოდან
FCA (Free Carrier) - გადაზიდვა დანიშნულ ადგილამდე;
CPT (Carriage Paid To) - გადაზიდვა ადხდილია …მდე
CIP (Carriage and Insurance Paid To) - გადაზიდვა და დაზღვევა გადახდილია …მდე
DAP (მიწოდება ადგილზე) - ადგილზე მიწოდება;
DPU (Delivered at Place Unloaded) - ადგილზე მიწოდება,  გადმოტვირთვა;
DDP (Delivered Duty Paid) - მიწოდება მოსაკრებლების  გადახდით;
FAS (Free Alongside Ship) - თავისუფლად გემის გვერდით;
FOB (Free on Board) - თავისუფლად გემბანამდე
CFR (Cost and Freight) - ღირებულება და ფრახტი;
CIF (Cost, Insurance and Freight) - ღირებულება, დაზღვევა, ფრახტი

საზღვაო ტრანსპორტისთვის, Incoterms 2020 ითვალისწინებს შემდეგ პირობებს:
  • FAS — Free Alongside Ship (თავისუფალია გემბანმდე, გამყიდველმა უნდა მიაწოდოს ტვირთი გამბანამდე, გამგზავრების პორტში
  • FOB — Free on board (თავისუფალია გემბანზე, გამყიდველმა უნდა მიაწოდოს ტვირთი გემზე გამგზავრების პორტში)
  • CFR — Cost and Freight (ღირებულება და ფრახტი,გამყიდველმა უნდა მიაწოდოს ტვირთი გემზე გამგზავრების პორტში და გადაიხადოს ტვირთის ღირებულება დანიშნულების პორტამდე).
  • CIF — Cost, Insurance and Freight (დანიშნულების პორტის დასახელებღირებულება, დაზრვევა და ფრახტი,  გამყიდველმა ტვირთი უნდა მიიტანოს გამგზზვრების  პორტში, გადაიხადოს ტვირთის გადაზიდვისა და დაზღვევის ღირებულება დანიშნულების პორტამდე.).