ლოგისტის თანაშემწე

Hybrid Full-time

თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება გადაზიდვების სფეროში, მაგრამ მზად ხართ განვითარდეთ და მიაღწიოთ  წარმატებებს თქვენს კარიერაში - გელოდებით ჩვენთან, „დელოგ“-ში! "Delog" - არის საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია, რომელიც ეხმარება იმპორტიორებს ტვირთების კონსოლიდაციასა და ტრანსპორტირებაში. ჩვენი მისიაა უზრუნველვყოთ საუკეთესო მომსახურება და მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს თანამედროვე და ეფექტური ლოგისტიკური გადაწყვეტილებები.

ჩვენთან თქვენ გაივლით  ტრენინგს საერთაშორისო გადაზიდვებში ლოგისტიკაში 20 წლიანი გამოცდილების მქონე  სპეციალისტთან. გექნებათ შესაძლებლობა  ისწავლოთ და გახდეთ ლოგისტი, რომელსაც შეეძლება ნებისმიერი სირთულის ტვირთის ლოგისტიკური მომსახურების გაწევა. მოგეცემათ კარიერულ ზრდის შესაძლებლობები, რაც პირდაპირპროპორციულად გაზრდის თქვენს შემოსავლებს!

მოვალეობები: 

  • საერთაშორისო გადაზიდვების  დოკუმენტების ნაკადის შესწავლა და
  • მომზადება;
  • დოკუმენტების შეყვანა CRM სისტემაში;
  • ტვირთის გადაზიდვაში თეორიული კომპონენტის გააზრება და შემდგომ პრაქტიკაში გამოყენება;
  • ლოგისტიკის მენეჯერის ინსტრუქციების შესრულება;
  • ტრანსპორტირების განხორციელება მენტორთან ერთად;
  • ტრანსპორტირების დამოუკიდებელი მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ინგლისური ენის ცოდნა - მაღალ დონეზე,
  • MS Office ცოდნა
  • აკურატულობა, პროცესში სრული ჩართვა, შედეგისადმი ინტერესი
  • დროის დაგეგმარების უნარი
  • კარიერის ერთ კომპანიაში  შენების სურვილი

ჩვენ გთავაზობთ:

  • ლოგისტიკის სფეროში განვითარებისა და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობას სტაბილურ და სანდო კომპანიაში;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის პერსპექტივებს;
  • დასაქმებას საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;
  •  სტაბილურ  ხელფასს;
  • სამუშაო გრაფიკს 5/2  (შაბათი-კვირა დასვენების დღეები);
  • შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალთა გუნდს.

შეავსე